დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვითაა დაკავებული – მათ ვერ შეძლეს ე.წ. ერთობის შენარჩუნება არჩევნებამდე

“ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ერთმანეთს, ძირითადად, ლანძღავენ – მათ ვერ შეძლეს ე.წ. ერთობის შენარჩუნება არჩევნებამდე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა ძალებმა რა კონფიგურაციაც უნდა მოიფიქრონ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაინც დამარცხდებიან.

„ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ერთმანეთს, ძირითადად, ლანძღავენ. მათ ვერ შეძლეს ე.წ. ერთობის შენარჩუნება არჩევნებამდე. არჩევნებამდე რა სახით მიაღწევენ, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპოზიციურმა ძალები, რაც უნდა კონფიგურაცია მოიფიქრონ,  დამარცხდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ქართველი ხალხი მათ კვლავ გამოუტანს შესაბამის განაჩენს. ეს არის რეალობა, რომელსაც ნახავს მთელი საზოგადოება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები