“თბილისი ენერჯი”: ახლადაშენებულ გაზსადენზე გადართვის მიზნით, ისნის რაიონში ხვალ გაზის მიწოდება დროებით შეწყდება

კომპანია “თბილისი ენერჯი” დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

“თბილისი ენერჯის” ცნობით, ამჯერად, თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიხელაძის (ხომერილის) ქუჩაზე სრულად შეიცვალა ძველი ამორტიზირებული საშუალო წნევის გაზსადენი. მშენებლობა განხორციელდა თანამედროვე, ევროსტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

“ახლადაშენებულ გაზსადენზე გადართვის მიზნით, ისნის რაიონში ხვალ, 29 ივლისს დილის 10:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, ს. დურმიშიძის ქ. 21, ყვარლის ქ. 107ბ, 109, ყვარლის 2ჩ.3, კახეთის გზ. 7, 10, 36ა, 36ბ, 36ვ, კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე, მეტრომშენის დასახლება – კალანდაძის, კაკაბაძის, კაკაბეთის, ყარყარაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, აფანასიევის, არველაძის, გეზათის, ყვარლის, ხაჩატურიანის, ჯანელიძის, წალენჯიხის, ხარაბაძის, ჩოჩუას, შერვაშიძის, ქობულაძის, უშაკოვის, უზნაძის, ტოლუჯის, ტვიშის, სერგი დურმიშიძის, რატილის, ბაქრაძის, ონიანის, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილის, მიქელაძის, მთისძირის, ბუკისძირის, მესხეთის, მათიაშვილის, კოპცოვის, ზანდუკელის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, საბარგოს დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების) კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

,,თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტების ახალ, თანამედროვე ქსელზე გადართვის შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის გაზმომარაგება და მას გაცილებით უსაფრთხოს გახდის”, – ნათქვამია ,,თბილისი ენერჯის” ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღეს, 19:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 სთ-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები