ამერიკელი მედიკოსები მთავრობას მკაცრი კარანტინის შემოღებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის 150-ზე მეტმა ექსპერტმა-მედიკოსმა, სამედიცინო მუშაკმა, მეცნიერმა, მასწავლებელმა და სხვა დარგის ექსპერტმა ქვეყნის მთავრობის მისამართით კოლექტიურ წერილი მოამზადა, რომლის ავტორები ხელისუფლებას ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმის დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კონგრესში, ასევე, შტატების გუბერნატორებისთვის არის გაგზავნილი.
წერილში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები კორონავირუსისგან გარდაცვალების 200-ათასიან ნიშნულს უახლოვდება.
“თუმცა, უამრავ შტატში ადამიანები ბარებში დადიან, საპარიკმახეროებში, რესტორნებში, ტატუს იკეთებენ, მასაჟის პროცედურებს გადიან, ასევე, უამრავ ღონისძიებაში მონაწილეობენ”, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.
27 ივლისის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსის 4 234 140 დადასტურებული შემთხვევაა, დაავადებას 146 935 პაციენტი ემსხვერპლა, 1 297 863 განიკურნა.