სოფო კილაძე: ინფორმაცია, იქნება თუ არა თემურ აბაზოვი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში, არ მაქვს

“არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თემურ აბაზოვი იქნება თუ არა მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

„არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა მიუღებელია, თუმცა, რამდენადაც ვიცი, სასამართლო დასრულდა. ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, პასუხისგებაში ერთხელ უნდა მიეცეს. ორჯერ, სამჯერ პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია. რამდენადაც ვიცი, სასამართლო ამ პირის გათავისუფლებით დასრულდა. ოპონენტების ცინიკური დამოკიდებულება ვიცი, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, მაგრამ არის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, პირი თავისუფალია. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცინიკური არაფერია“, – განაცხადა კილაძემ.

მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები