გიორგი ტიგინაშვილი: ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ქვემო ეკლესიაში წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა

“წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში”,- ამის შესახებ თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელყოფილია მე-19 საუკუნის თავადების – სუმბათაშვილების საძვალე, რომელიც ტაძრის შიდა სივრცეში იყო განთავსებული.

“წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი – ბაღდო) არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში.

ხელყოფილია მე-19 საუკუნის თავადების – სუმბათაშვილების საძვალე, რომელიც განთავსებული იყო ტაძრის შიდა სივრცეში. ამავდროულად ვიცით, რომ ფასადიც, რომელიც არის უნიკალური ქვითკირით აგებული, შეიმოსა ნიჩბისის ნატეხი ქვის პერანგით, რაც არის ამავდროულად უხეში დარღვევა კანონისა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახეზე არის, როგორც საფლავების შეურაცხყოფა, ისე იერსახისა და კოლორიტის ხელყოფა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და წარმოადგენდა უნიკალურ საგანძურს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, როგორც მამა ისესი, ისე საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის”, – განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები