გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს, თავდაპირველად, გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტლის” კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. მას ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც თბილისის ერთერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები