ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.