Times: ევროპას სურს, რომ ტრამპმა რუმინეთში გამანადგურებლები განათავსოს
ბრიტანული გაზეთი The Times-ი წერს ევროპული ქვეყნების სურვილზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში რუმინეთში ამერიკული გამანადგურებლები განათავსოს.
მანამდე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ევროპული ქვეყნების სამხედრო ლიდერებს შეხვდა.
„ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკული გამანადგურებლები რუმინეთში განათავსოს, როგორც აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი უკრაინაში ომის დასასრულებლად. ევროპელი სამხედრო ლიდერები ამერიკული F-35-ების რუმინეთში განლაგების საკითხს განიხილავენ, სადაც ნატო ევროპაში თავის უდიდეს საჰაერო ბაზას აშენებს“, – იუწყება გაზეთი.
გაზეთის ცნობით, ევროპელებს ასევე სურთ გარანტიები ამერიკული GPS და სადაზვერვო თანამგზავრების უკრაინაში გამოყენების გაგრძელების შესახებ.
ამასთან, გამოცემა დასძენს, რომ ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ აშშ-მ აიღოს ვალდებულება უკრაინისთვის Patriot-ისა და NASAMS-ის საზენიტო რაკეტების მიწოდების შესახებ.
სამშაბათს, 19 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთს, გერმანიას და ბრიტანეთს უკრაინაში ჯარების განლაგება სურთ და დასძინა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინაში ამერიკელი სამხედროები არ იქნებიან.