დედას, რომელმაც ბავშვი თურქეთის აეროპორტში მიატოვა, შესაძლოა მშობლის უფლებები ჩამოერთვას
რუს ქალს, რომელმაც თურქეთის აეროპორტში შვილი მიატოვა, შესაძლოა, მშობლის უფლებები ჩამოერთვას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსკოვის ოლქის პავლოვსკის პოსადის სასამართლო რუსი ქალის მშობლის უფლებების ჩამორთმევის საქმეზე წინასწარ მოსმენას ჩაატარებს, რომელმაც ახალშობილი ბავშვი თურქეთის აეროპორტში მიატოვა.
მიმდინარე წლის თებერვალში, თურქეთის ქალაქ ანტალიაში სასამართლომ რუს ქალს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ახლო ნათესავის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.
არსებული ინფორმაციით, 18 წლის გოგონამ ახალშობილი ქალიშვილი გასული წლის ოქტომბერში აეროპორტის ტუალეტში დატოვა. სააპელაციო სხდომის შემდეგ, დანაშაული გადაკვალიფიცირდა და ქალი გაათავისუფლეს.
ბრალდებულმა ადრე განაცხადა, რომ ქალიშვილის დაბრუნებას და მის აღზრდას გეგმავდა. გოგონა, რომელსაც ნიკოლი დაარქვეს, პავლოვსკი პოსადში მინდობით აღზრდაში ცხოვრობს.