საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი უსამძიმრებს ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და „ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო“.
„ის, თითქმის, სამი ათწლეული, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი დამარცხებული ავტორიტარიზმის ყველაზე მძიმე წლებში.
საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სიძლიერესა და უკეთეს მომავალს დაუთმო.
ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.