„ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ გაიმართება

„ანიმაციური ფილმების XII საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ 1-7 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება: ანიმაციური ფილმები, მოეწყობა გამოფენები, გაიმართება მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.
„2024-25 წლებში – ნიქოზის ხელოვნების სკოლის სიახლოვეს – აშენდა საგანგებო შენობა კერამიკის სტუდიისათვის – ვფიქრობთ, ახალ სტუდიაში მოეწყოს ადგილობრივი და უცხოელი კერამიკოსების ნამუშევრების ერთკვირიანი (1-7 სექტემბერი) გამოფენა და ამგვარად დავულოცოთ კერამიკის ახალ სტუდიას გზა თავის საქმიანობაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები