Bloomberg: პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა ორბანს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაურეკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ზარი შედგა მას შემდეგ, რაც ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

საუბრის თემა იყო, თუ რატომ ბლოკავს ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

წყაროების თქმით, გარკვეულ მომენტში ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ორბანზე, რათა ზეწოლა მოეხდინა მასზე, რომ შეეწყვიტა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისადმი წინააღმდეგობა.

„უნგრეთმა ასევე გამოთქვა ინტერესი პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობის თაობაზე“, – წერს მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები