ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორზე შეტევა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი არმიის პრესმდივანზე, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ქალაქში შეჭრის პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს“, – ნათქვამია გამოცემაში.
პრესმდივნის განცხადებით, ქალაქის გარეუბნებს არმია აკონტროლებს.
აგვისტოს დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების პერიმეტრის უზრუნველყოფის მიზნით, მთელ ღაზას სექტორზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა. მანვე დასძინა, რომ თელ-ავივი მოგვიანებით ანკლავის სამოქალაქო მთავრობისთვის გადაცემას აპირებს.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ეგვიპტემ და კატარმა, დაგმო ისრაელის გეგმები. გასულ კვირას მათ „ჰამასს“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინეს, რომელიც კონფლიქტის სრულ დასრულებას გამოიწვევდა. შეთანხმება ასევე მოიცავდა 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელელი მძევლების ნახევრის გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების ნაწილის სანაცვლოდ.