რუსეთმა და იორდანიამ ვიზების ორმხრივი გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან ალ-საფადიმ ქვეყნებს შორის ვიზების გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მოქალაქეებისთვის ვიზების ორმხრივი გაუქმების შესახებ“, – გამოცხადდა ხელმოწერის ცერემონიაზე.

მანამდე, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან ალ-საფადიმ, ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამანი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ელოდება, რადგან ეს ნაბიჯი ადამიანებს შორის კონტაქტების რაოდენობას გაზრდის და ბიზნეს თანამშრომლობას გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები