ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა BBC News-ს განუცხადა, რომ უკრაინამ დაუყოვნებლივ უარყო ვლადიმერ პუტინის წინადადება, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს მოსკოვში შეხვედროდა.
მანამდე, საინფორმაციო სააგენტო AFP-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ტრამპთან საუბრისას მას ზელენსკისთან რუსეთის დედაქალაქში შეხვედრა შესთავაზა.
„როგორ რეაქციას ელით ჩვენგან? მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა BBC-სთან საუბარში.