ალექსანდრ სირსკი- რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიური შეტევებისთვის ემზადება, ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია
“უკრაინის მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიური შეტევებისთვის ემზადება.”- ამის შესახებ მედია საშუალება The Ukrainian Review იტყობინება.
სირსკის თქმით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია.
გამოცემა წერს, რომ კურსკის ოპერაციის დროს უკრაინის შეტევითი დანაკარგი, რუსეთის დანაკარგზე 5-ჯერ ნაკლები იყო, რაც დღემდე საუკეთესო შედეგს წარმოადგენს.
“ბახმუტში, ვაგნერმა, როგორც ორგანიზაციამ “სიკვდილი განიცადა“ და ის ვეღარ აღდგება”-წერია სტატიაში.