“კახა კალაძე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ძლიერი ბექგრაუნდი აქვს” – ირაკლი ქადაგიშვილი
”კალაძეზე როდესაც საუბარია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი და ძლიერი ბექგრაუნდი და გზა აქვს გამოვლილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“ის მთელი ქვეყნისთვის ფართოდ ცნობილია ჯერ კიდევ მისი სპორტულ ასპარეზზე მოღვაწეობიდან გამომდინარე. შემდგომში ის გახლდათ აქტიური მოქალაქე და 2011 წლიდან ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, რომელმაც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და გუნდთან ერთად უზრუნველყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამის შემდეგ კახა კალაძე უკვე ორი ვადით მერი გახლავთ და მისი მერობის პირობებში დედაქალაქმა რეალურად იცვალა სახე უკეთესობისკენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტული საქმეებით ხელდამშვენებულ ადამიანთან და პოლიტიკოსთან, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული, ერთგვარად დამოუკიდებელი სახეც გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამ ორი კანდიდატის შედარება აბსოლუტურად არარელევანტურია“, – განმარტავს ქადაგიშვილი.