“8 აგვისტოს შემდეგ ვეძებთ და მისგან არავითარი კვალი არ ჩანს” – ახლობლები ენვერი გვერდწითელს ეძებენ
“დაკარგულია ჩემი ძმა, ენვერ გვერდწითელი (დაბ. 9 მარტი, 1985).
8 აგვისტოს შემდეგ ვეძებთ და მისგან არავითარი კვალი არ ჩანს”, – ამის შესახებ, თამო გვერდწითელი სოციალურ ქსელში წერს.
“პოლიციას უკვე მივმართეთ და ოფიციალურად მიმდინარეობს ძებნა, თუმცა, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ რაიმე იცით ან ნახეთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დამიკავშირდეთ: 593 00 76 74”, – წერს გვერდწითელი.