კამჩატკაზე 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კამჩატკაზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 21 აგვისტოს დილით, ადგილობრივი დროით 7:49 საათზე, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 82 კილომეტრში დააფიქსირეს.
მეცნიერების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ჩრდილოეთ განედის 52.6084 კოორდინატებში, აღმოსავლეთ გრძედის 159.5552 კოორდინატებში.
აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს კამჩატკაზე 1952 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი, 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მას შემდეგ მეცნიერები ყოველდღიურად აფიქსირებენ შემდგომ ბიძგებს. მათი უმეტესობა დასახლებულ პუნქტებში არ იგრძნობა. სეისმოლოგები აღნიშნავენ, რომ შემდგომი ბიძგების ინტენსივობა და სიმძლავრე თანდათან მცირდება.