“პრაიმ ტაიმის” ექსკლუზივი: ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს

“პრაიმ ტაიმის” ინფორმაციით, ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს – ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს

“პრაიმ ტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში ტრენინგებს ატარებს საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებისთვის.

კერძოდ, მათი წყაროს ინფორმაციით, ლიეტუვაში, ქართველ აქტივისტებს ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს და სამართალდამცველების „შეუდარებელი სიმკაცრის“ დოკუმენტირებას, პირად დაცვას დაკავების შემთხვევაში, საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ე.წ. ვირუსული კონტენტის შექმნაზე და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე ინტერნეტ-მესენჯერ „ტელეგრამის“ საშუალებით. ამ ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით, სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსების საფარქვეშ. აღსანიშნავია, რომ წყაროს ინფორმაციით, ორივე ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ოფისები ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები