დავით მათიკაშვილი Edison Research-ის კვლევაზე: რეალურად, ესაა ტყუილი, რაც ყოველთვის დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი ორგანიზაციებისთვის

“რეალურად, ესაა ტყუილი, რაც ყოველთვის დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი ორგანიზაციებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ჯერზე, როდესაც ქვეყნდება მსგავსი კვლევები, არჩევნების შედეგები აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებს.

„ქართული ოცნების” რეიტინგი იმდენად მაღალია და იმდენად დაბალია ცალკეული ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, რომ თვით კეზერაშვილის მიერ ნაძარცვი ფულით შექმნილი ტელევიზია, ამ ტელევიზიის მიერ დაქირავებული კონკრეტული ორგანიზაციაც კი ვერ სცდება რეალობის ფარგლებს და მხოლოდ ტყუილში 2%-ს უმატებს, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს”, “გორბის” კვლევაში მათი რეიტინგი მხოლოდ 3% იყო. 2012 წლის შემდგომ, ყველა ჯერზე, როდესაც ქვეყნდება მსგავსი კვლევები, არჩევნების შედეგები, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით გამოირჩევა, აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები