ნინო ცაციაშვილმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე EMERGE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსა და პროექტის – „სომხეთსა და საქართველოში მიგრანტთა უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება“ – ხელმძღვანელთან, მაია ვებლერთან შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა EMERGE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

EMERGE პროექტის მიზანია მიგრანტთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროში სომხეთისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები