ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს
“სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს”, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.
მისივე თქმით, სახელმწიფო კლინიკების მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს.
„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროსვკლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე, არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.