ირანში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი სიკვდილით დასაჯეს
ირანში აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Mizan Online-ი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელზე, გოლიამჰოსეინ ესმაილიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, სიკვდილით დასჯა კიდევ ერთ ადამიანს, მაჰმუდ მუსავი მაჯას ემუქრება, რომელიც გენერალ ქასემ სოლეიმანის გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აშშ-ს აწვდიდა.
ცნობილია, რომ სიკვდილით დასჯილი მამაკაცი ირანის თავდაცვის სამინისტროს აეროკოსმოსური სექტორის თანამშრომელი იყო.
გენერალ ქასემ სოლეიმანი იანვარში აშშ-ის ოპერაციის შედეგად ბაღდადის აეროპორტთან ახლოს იქნა ლიკვიდირებული.