რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითი დაშავდა
რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა, გზის პირზე მდგარ ორ ქალს დაეჯახა, რომლებიც ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ. შეჯახების დროს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.