გოგა ხაინდრავა: შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო და ისინი ამოფარებულნი არიან პოლიტიკას
“შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო და ისინი ამოფარებულნი არიან პოლიტიკას. ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალია”, – ამის შესახებ ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველოში მედიასა და პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალები მორალს სპობენ. ჩვენ ვართ მოწმე, რომ შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო და ისინი ამოფარებულნი არიან პოლიტიკას. ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია. მის წინააღმდეგ აღძრული იყო ძალიან მძიმე, კრიმინალური საქმეები და უამრავი ადამიანია, რომელიც დღესაც მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს მკვლელობებსა და უამრავ დანაშაულზე. ეს იცის საქართველომ და ცნობილია ყველასთვის“, – განაცხადა ხაინდრავამ.