ირაკლი კობახიძე: კონსენსუსი მიღწეულია

“მედიასაშუალებებს ეკისრებოდათ ვალდებულება აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ ინფორმაცია სარეკლამო შემოსავლების თაობაზე. გადავწყვიტეთ ეს პუნქტი აღარ ავსახოთ კოდექსში და ამასთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი იგივე სახით იქნება წარმოდგენილი, როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში იყო.

“არსებითად, იგივე სახით იქნება პროექტი წარმოდგენილი, როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში იყო. აუდიტის ნაწილში გვაქვს დაზუსტება, როგორც მოგეხსენებათ მედიასაშუალებებს ეკისრებოდათ ვალდებულება აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ ინფორმაცია სარეკლამო შემოსავლების თაობაზე. ეს იყო უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაცია, თუმცა, დღეს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი წინადადებების საფუძველზე, გადავწყვიტეთ ეს პუნქტი აღარ ავსახოთ კოდექსში და ამასთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი დღეს რიგგარშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები