ქალაქ თეთრიწყაროში 4 ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ქალაქ თეთრიწყაროში ბარნოვის, ბესიკის, ოძელაშვილის ქუჩებისა და ჭავჭავაძის ჩიხის რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ჯამურად, 1400 მეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთი მოასფალტდება.

პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 490 000 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

შედეგად ადგილობრიბი მოსახლეობა ისარგებლებს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობებით.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე მერის მოადგილე ბერდია ხვისტანთან ერთად გაეცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები