დავით ზალკალიანი: გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომ ტალღაში, რომელიც საზღვრების გახსნასთან იქნება დაკავშირებული, საქართველოც მოხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რეგულარული ფრენები მას შემდეგ აღდგება, როდესაც ევროკავშირი საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს.

დავით ზალკალიანის თქმით, არის მოლოდინი, რომ შემდგომ ტალღაში, რომელიც საზღვრების გახსნასთან იქნება დაკავშირებული, საქართველოც მოხვდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომ ტალღაში, რომელიც საზღვრების გახსნასთან იქნება დაკავშირებული, საქართველოც მოხვდება, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არსებობს. თქვენ იხილეთ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში განიხილება. რაც შეეხება ფრენებს, არ არის საუბარი იმაზე, რომ ფრენები საერთოდ უქმდება. საიდან გაჩნდა ეს დეფინიცია? ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით მოქალაქეების მდგომარეობას. ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ წინასწარ დაიწყო ბილეთების შეძენა. იმისთვის, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შექმნოდათ, მათ უნდა ჰქონოდათ ძალიან მკაფიოდ ხელისუფლებიგან მინიშნება, თუ რა მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, რეგულარული ფრენები მას შემდეგ აღდგება, როდესაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საზღვრები იხსნება, მაგრამ ფრენები არის”,- განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები