რუსუდან თევზაძე: პრემიერის დღევანდელი შემაჯამებელი გამოსვლა გახლდათ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სახე

“პრემიერის დღევანდელი შემაჯამებელი გამოსვლა გახლდათ, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სახე”, – აღნიშნა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერის, რუსუდან თევზაძემ.

მისივე შეფასებით, პრემიერის გამოსვლაში მისი, მართებული, რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ხედვა ჩანდა.

“მკაფიოდ ჩანდა მისი, მართებული, რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული ხედვა. ხედვა, რომელიც დაცლილი იყო, ყოველგვარი ზედმეტი პასაჟებისა და პოლიტიკური კეკლუცობისაგან. ზედმიწევნით ობიექტურად იყო გააზრებული მთავრობის მუშაობა და ფაქტიურად წარმოდგენილი გახლდათ კრიტიკული ანალიზიც, რაც გონიერი პოლიტიკოსისთვის, სწორედ შემდგომი საქმიანობის ინსპირაციის წყაროა.
როგორც ყოველთვის, სამარცხვინო იყო ოპოზიციის „პოზიცია“, რომელთა პირადი სუბიექტური მოტივები და პოლიტიკური ამბიცია იმდენად ვერაგია, რომ მალე შეიძლება საკუთარი გვარ-სახელებიც კი უარყონ, არა თუ თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკური წარსული, დამნაშავე ლიდერებთან ერთად”, – აღნიშნავს რუსუდან თევზძაე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები