გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ იყვნენ და იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აღარ ვსაუბრობ ხარისხზე, ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ და მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი “ქვეყნის მტრობასა და ქვეყნისთვის ბოროტების ჩადენაში ჩემპიონია”.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აღარ ვსაუბრობ ხარისხზე, ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ და მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე – ყველაზე სამართლიანი, ყველაზე გამჭრიახი ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები