ჰუბერტ ქნირში: უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს შეწყალებაა და არა – გათავისუფლება

“უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლება პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა იყო, ეს არის შეწყალება და არა – გათავისუფლება”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, თუკი მათი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საგანი არ იყო, რატომ მიესალმნენ ამ ფაქტს შუამავალი ელჩები.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების დროს, პოლიტიკური დიალოგის დროს 8 მარტამდე ყველა ეს სახელი იყო ნახსენები. ისინი იყვნენ იმ შეშფოთების ნაწილი, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები გამოხატავდნენ. უნდა ითქვას, ეს არის შეწყალება და არა – გათავისუფლება. შეწყალება არის ის, რაც შეიძლება, კანონიერად მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემცირების მცდელობა. ასე დავინახეთ ჩვენ ის და ასე მიველსალმეთ ამას“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
ამასთან, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები