ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ქობულეთის საკრებულოს, ქობულეთის მუზეუმის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, მოადგილეებთან, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ქობულეთის საკრებულოს, ქობულეთის მუზეუმის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
26 მაისი ჩვენი ხალხის ერთობის, თავისუფლების სიყვარულისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გამარჯვების დღეა.
განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა.
გილოცავთ კიდევ ერთხელ!
გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, ერთიანობას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ.
„1700 წელია რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“.
#26 მაისი #ესდღეჩვენია
