მათიკაშვილი ლომჯარიას: მინდა თქვენგან, როგორც უფლებადამცველისგან მოვისმინო პოზიცია „ფეიკის”, როგორც საზოგადოების მოტყუებისა და ცილისწამების იარაღის შესახებ

„მინდა თქვენგან, როგორც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი უფლებადამცველისგან მკაფიო პოზიცია მოვისმინო „ფეიკის”, როგორც საზოგადოების მოტყუებისა და ცილისწამების იარაღის შესახებ, რომელიც კონკრეტული პარტიული ტელევიზიებიდან და მათი რუპორებიდან ვრცელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს.

დეპუტატი სხვადასხვა ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტების შესახებ ომბუდსმენის პოზიციით დაინტერესდა.

„გულწრფელად გეტყვით, რომ კითხვა მინდოდა, ჩამომეყალიბებინა იმგვარად, რომ მესაუბრა ჩვენზე, პირადად ჩემს თავზე, ჩემს კოლეგებზე – კახა კუჭავაზე, მამუკა მდინარაძეზე. ჩვენ მიმართ არაერთი ბინძური და ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა, თუმცა, ბოლო პერიოდში გაჟღერდა ისეთი “ფეიკნიუსი”, რომელმაც ჩვენი საკითხი უკანა პლანზე გადაწია. არის თუ არა ტელევიზიის მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის ტირაჟირება და გავრცელება დანაშაული და რა სახით უნდა ვებრძოლოთ მას? ეს ანგრევს ბავშვების მომავალს, მათ ფსიქიკას. მეორე საკითხი – ჩვენი ქვეყანა პანდემიის გავრცელების შემდგომ მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც მოწინავე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ფრონტის ხაზზე სწორედ ექიმები დგანან. ასევე, პარტიული ტელევიზიებიდან გაჟღერდა გაუგონარი ტყუილი, რომ თითქოს სახელმწიფო აგზავნის წარმომადგენლებს, თავაზობს კონკრეტულ ოჯახებს თანხებს იმისთვის, რომ მათ ადამიანის გარდაცვალება გაასაღონ, როგორც კორონავირუსის შედეგად მომხდარი ფაქტი. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რა ხერხითა და მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს?”, – მიმართა დავით მათიკაშვილმა ნინო ლომჯარიას.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები