გვარამიამ დაადასტურა, რომ რურუა წინასაარჩევნოდ ქუჩას გააკონტროლებდა

“მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენის მიზეზად ე.წ. ქუჩის ბიჭების მოთხოვნას ასახელებს. ამის შესახებ გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში, თეა ადეიშვილის გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა.

როგორც გვარამია ამბობს, მათ არ სურთ, რომ წინასაარჩევნოდ რურუა გარეთ იყოს, ვინაიდან ქუჩის მაკონტროლებლების მოქმედებას ხელს შეუშლის.

„ძალადობისა და ქუჩის კურატორი იქნება “კანონიერი ქურდი” „ლავასოღლი“. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ბათუმში ჩატარდა აქცია, ვითომ აქცია, „ლავასოღლის“ გამოშვებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მოთხოვნით გამოუშვეს „ლავასოღლი“ თურქეთიდან, თურქეთის ციხიდან. ახლა იხილება საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხი და ეს მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ისედაც მართავდა გარედან საარჩევნო პროცესს საქართველოში, ეს კაცი იმიტომ, რომ არჩევნები იქნება უმძიმესი, სჭირდებათ აქ და ციხეში, საარჩევნო პროცესების სამართავად. „ლავასოღლისა“ და მისი ქვემდგომების, მისი ხელისბიჭი მოჭიდავეების, ე.წ. ქუჩის ბიჭების, ქუჩის მაკონტროლებელი, მიქაძეების ვერაზე და ასე შემდეგ, მსგავსი ტიპების მოთხოვნაა, რომ რურუა არ უნდა იყოს გარეთ იმიტომ, რომ მას შეუძლია, შეაფერხოს ასეთი ადამიანების მოქმედება ქუჩაში“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები