ბულგარეთში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, ნიღბის ტარება ისევ სავალდებულო გახდა
ბულგარეთში, კორონავირუსის რიცხვის მატების ფონზე, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა.
ამის შესახებ ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კირილ ანანიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ზომების მიღება უკავშირდება ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების გაზრდას – ასე, 15-დღიან პერიოდში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 626-ით გაიზარდა.
მისი თქმით, აღნიშნული სხვა ქვეყნებშიც ხდება.
როგორც მინისტრი ამბობს, დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანები რეკომენდაციებს არ იცავენ.
ბულგარეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 3 905 შემთხვევა გამოვლინდა, 199 პაციენტი გარდაიცვალა, 2 074 კი განიკურნა.