84 564-მა თვითდასაქმებულმა 25 მლნ-ზე მეტი ლარის კომპენსაცია მიიღო

144 674 დარეგისტირებული თვითდასაქმებულიდან 84 564-მა 25,4 მლნ ლარის 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო.

ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციებისთვის, ჯამურად, 525 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.
ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს მოუწოდებს, დასაქმებულების სია 22 ივნისამდე წარუდგინოს.
პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ, მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები