ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენს საავადმყოფოში მყოფი 18 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა პაციენტის სუნთქვის კომპონენტის რიგი პარამეტრები გაუმჯობესდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არცერთს  სჭირდება და ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ველოდებით ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას. ახალი კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გუშინ გადმოვიყვანეთ. ის ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი ინფიცირებულის დედაა, რომელიც თვითიზოლაციაში ბინაზე იმყოფებოდა. მას ტესტირება იქ ჩაუტარდა, დადებითი პასუხი დაუდასტურდა და ამიტომაც დაგვემატა ეს პაციენტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები