ბრაზილიელი კინორეჟისორი ედუარდო კოუტინიუ შვილმა მოკლა
ბრაზილიელი კინორეჟისორი ედუარდო კოუტინიუ რიო-დე-ჟანეიროში მისივე სახლში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს. 80 წლის კინორეჟისორს ფსიქიკურად ავადმყოფი შვილი დაესხა თავს. პოლიციის თქმით, ის იმავე დღეს დედასაც დაესხა თავს და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დედა-შვილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ედუარდო კოუტინიუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დოკუმენტური ფილმების რეჟისორად ითვლებოდა. ბრაზილიაში მისი გახმაურებული ფილმებია: “ოსტატის შენობა” და” 20 წლის შემდეგ”, რომლებმაც 1985 წელს ბერლინის კინოფესტივალზე ორი ჯილდო აიღო.