“პროტოკოლი, რომლითაც 3,5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, აბსოლუტურად შეუვალი იყო კოვიდ ინფექციისთვის”
“კორონავირუსით დაინფიცირებული მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, ასეთი ვარაუდი გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რომ ეს გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება ცოტა ძნელია”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში პროტოკოლის წესები სრულად დაცულია.
„მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, ასეთი ვარაუდი გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, რომ ეს გარედან შემოტანილი ინფექცია იყო. ახლა ამის მტკიცება ცოტა ძნელია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმების ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან პროტოკოლი, რომლითაც 3,5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, აბსოლუტურად შეუვალი იყო კოვიდ ინფექციისთვის. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შესაძლებელია, გარედანაც მოხდა ამის ვირუსის შემოტანა, სხვა მხრივ, დღესაც ვინც მუშაობს, პროტოკოლს სრულად იცავს და ვერაფერს დავუმატებთ. საბედნიეროდ, „სკაფანდრიდან“ დაწყებული დაცვის ყველა საშუალებით დასრულებული ჩვენი მედპერსონალი უზრუნველყოფილია. არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რაღაც არ გვქონდა და ამის გამო მოხდა ინფიცირება. ყოველთვის, ყველგან არის დამცავი საშუალებები, სხვა არის თუ ვინმემ ეს წესი დაარღვია. რა თქმა უნდა, თუ დარღვევის შემთხვევები გამოვლინდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ. ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა გოფოძემ.