ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების რეკორდს ამყარებს – 27 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 27 644 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ ქვეყანაში უკვე 802 828 დაავადებულია.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 1 123 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 40 919 ლეტალური შემთხვევაა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 429 965-მა  პირმა შეძლო.

ჯონს ჰოპკინსისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ბრაზილია ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვით აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ – მესამეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები