იტალიის პრემიერ ჯუზეპე კონტეს კორონავურუსზე რეაგირების საქმის გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში დაკითხავენ

იტალიის პრემიერს კორონავირუსზე რეაგირების საქმის ფარგლებში დაკითხავენ

​Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია ქალაქ ბერგამოში ვირუსის აფეთქებაზე რეაგირებაზე.

“საერთოდ არ ვღელავ. გავისაუბრებთ პარასკევს და ყველასთვის ცნობილ ფაქტებს გადავცემ”, – განუცხადა ჟურნალისტებს კონტემ და დასძინა, რომ მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხება.

გამოძიების საგანს წარმოადგენს ის, თუ რატომ არ გამოცხადდა თებერვლის ბოლოს ზონად ე.წ. წითელ ზონად ქალაქები – ნემბრო და ალზანო, რაშიც რეგიონული ხელისუფლება და ცენტრალური მთავრობა ერთმანეთს ადანაშაულებენ. ლომბარდია მთლიანად მხოლოდ 7 მარტს დაიხურა.

ოლქის პრეზიდენტმა, ატილიოს ფონტანამა განაცხადა, რომ ე.წ. წითელი ზონის ორგანიზების საკითხი ეროვნული მთავრობის კომპეტენციაში იყო.

საქმეზე უკვე დაკითხულია ლომბარდიის გუბერნატორი და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

ასევე, დაიკითხებიან ქვეყნის შს მინისტრი – ლუჩანა ლამორჯეზე და ჯანდაცვის მინისტრი – რობერტო სპერანცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები