სლოვაკეთში, საჯარო სკოლაში სროლა მოხდა, არის მსხვერპლი

სლოვაკეთის ქალაქ ვრუტკის საჯარო სკოლაში სროლა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ცეცხლი მამაკაცმა გახსნა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.

ინციდენტის შედეგად სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა.

მომხდარის სხვა დეტალების ან სავარაუდო მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები