ლევან გოფოძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა
“სამედიცინო პერსონალიდან ოთხს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, გუშინ იყო პირველი შემთხვევა და დღეს ამას სამი დაემატა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი 34 პაციენტიდან 10-ს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.
“ამ დროისთვის, კლინიკაში სულ 34 პაციენტი იმყოფება, მათგან 10 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მართვის სუნთქვაზეა და ორმხრივი პნევმონია აქვს.
სამედიცინო პერსონალიდან ოთხს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, გუშინ იყო პირველი შემთხვევა და დღეს ამას დაემატა სამი. წყაროს თქმა ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურა, კორიდორის დამლაგებელი იყო და იმას უშუალოდ პაციენტთან შეხება არ ჰქონდა”, – განაცხადა გოფოძემ.