ფხენიანი სეულთან კომუნიკაციას წყვეტს
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან კომუნიკაციას წყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა.
მიზეზად სეულის მიერ ჩრდილოეთ კორეაში სააგიტაციო მასალის გაგზავნა დასახელდა.
კომუნიკაციის გაწყვეტის პირველ ეტაპზე, ფხენიანი “ცხელი ხაზის” მუშაობას აჩერებს.
ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნები, მათ შორის, კიმ ჩენ ინისა და კიმ იო ჩჟონი აცხადებენ, რომ “ამიერიდან სამხრეთზე მუშაობა მტრის წინააღმდეგ მუშაობა უნდა იყოს”.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ომის მდგომარეობაში რჩებიან, 1950-1953 წლების კორეული ომი დაზავებით და არა – სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.