მსოფლიოში კორონავირუსს 400 540 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსი 7 119 454 პირს აქვს დადასტურებული, ხოლო 3 293 579-მა პაციენტმა დაავადება დაამარცხა.
აღნიშნული ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემიდან ირკვევა, რომელიც პანდემიას მსოფლიო მასშტაბით აკვირდება.
რაც შეეხება მსხვერპლს – ამ მაჩვენებლით ანტირეკორდს აშშ ამყარებს, სადაც ვირუსს 111 007 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე პოზიციაზე ბრიტანეთია 40 680 გარდაცვლილით, მესამეზე კი ბრაზილია – 37 134, რომელმაც იტალიას გადაასწრო, სადაც ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 33 964-ს შეადგენს.
იტალიას საფრანგეთი მოსდევს 29 212, შემდეგ ესპანეთი – 27 136 და ბელგია 9 606 გარდაცვლილით.
რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას – აქაც პირველ ადგილზე კვლავ შეერთებული შტატებია, სადაც 1 961 185 პირია, მეორე ადგილზე უკვე რამდენიმე დღეა ბრაზილიაა 707 412 და სამეულის ბოლოს რუსეთი განთავსდა, სადაც დიაგნოზი 476 043 პირს აქვს დადასტურებული.
შემდეგია ბრიტანეთი 288 834; ინდოეთი 266 598 და ესპანეთი 241 717. რაც შეეხება იტალიას, ის აღნიშნული მაჩვენებლით მსოფლიო სტატისტიკაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა 235 278 პაციენტით.
აშშ ლიდერობს ასევე გამოჯანმრთელებულთა რიცხვით. აქ ვირუსის დამარცხება 518 522 პირმა შეძლო, შემდეგ არის ბრაზილია 378 257 და სამეულის ბოლოს რუსეთია 230 226 გაწერილი პაციენტით.
მომდევნო პოზიციას იკავებს გერმანია 169 556 და იტალია 166 584 პირით.