პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 12 მაღარო დაიხურა
პოლონეთში ხვალიდან სამი კვირით ორი სახელმწიფო და 10 კერძო კომპანიის კუთვნილი მაღარო შეაჩერებს მუშაობას.
ამის მიზეზი მაღაროების რაიონებში კორონავირუსის აფეთქება გახდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 151 – სილეზიის რაიონში, სადაც მაღაროებია განთავსებული.
აღინიშნება, რომ პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით თითქმის 5 ათასი მეშახტეა ინფიცირებული. სილეზიაში კი, ჯამურად, 9790 დადასტურებული შემთხვევაა.
ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ მეშახტეების უმრავლესობაში დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
ქვეყნის პრემიერმა, იაცეკა სასინმა განაცხადა, რომ მაღაროების დახურვის პერიოდში მეშახტეებს ხელფასის 100 პროცენტს გადაუხდიან.