მოსკოვში თვითიზოლაციისა და საშვის რეჟიმი ხვალიდან უქმდება

მოსკოვში 9 ივნისიდან თვითიზოლაციის, ქუჩაში გასვლის გრაფიკისა და საშვის რეჟიმი გაუქმდება.

ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განცხადა.

მისივე ინფორმაციით, 16 ივნისიდან ქალაქში ამუშავდება საზაფხულო კაფეები და რესტორნები, სტომატოლოგიური კაბინეტები, გაიხსნება მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საგამოფენო დარბაზები და ზოოპარკები.

23 ივნისიდან კი გაიხსნება საბავშვო ბაღები და სპორტდარბაზები.

8 ივნისის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსით 476 658 ადამიანია ინფიცირებული, 5 971 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები