სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარტიროსიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. დღეს ის უკვე მეორე მაღალჩინოსანია, რომელმაც პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე პრემიერს განცხადებით გენშტაბის უფროსმა, არტაკ დავთიანმა მიმართა.

ადგილობრივი მედიისთვის ხდება ცნობილი, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა პრემიერმინისტრისგან მაღალჩინოსნების გათავისუფლების შესახებ წინადადება უკვე მიიღო, თუმცა შესაბამისი განკარგულებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

დავთიანის თანამდებობიდან გადადგომა სკანდალთან არის კავშირში, რომელიც მისი ვაჟის ქორწილს შეეხება.

რაც შეეხება მარტიროსიანს – ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი გადადგომის შესახებ ჭორები უკვე კვირაზე მეტია, ვრცელდება, თუმცა მან ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები