პაატა იმნაძე: ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი, ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს, სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს – საიდანაც მოდის
“ყველაფერი მაქსიმალურად კონტროლირებადი იქნება. ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს – საიდანაც მოდის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტურისტების შემოსვლაზე არ არის ჯერ ლაპარაკი, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, 1-ელი ივლისიდან გარე ტურიზმი იხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი. ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს, სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, საიდანაც მოდის.
აქამდე კორონას არ დავხვდით ხომ მგონი ცუდად? მიმდინარეობს მუშაობა, 1-ელ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, ჯერ კიდევ შეიძლება, რაღაცები დალაგდეს, შეიცვალოს, ყველაფერს მოგახსენებთ თავის დროზე“, – განაცხადა იმნაძემ.